მოგეხსენებათ, ბავშვი თამაშით სწავლობს და სათამაშოს სწორედ, რომ გადამწყვეტი როლი აქვს მისი სხვადასხვა უნარისა თუ ინტელექტის განვითარებაში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორი სათამაშო შევურჩიოთ მოზარდს ასაკის მიხედვით.საინტერესოა ის თუ რომელი სათამაშოები ეხმარება ბავშვს შემოქმდებეითი უნარის (კრეატივის) განვითარებაში.
“თბილისი თაიმსს” ონლაინ მაღაზია liloshop.ge-ის სათამაშოების კატეგორიის მენეჯერი – ნათია ფარქოსაძე ესაუბრა. იგი მოგვიყვება თუ როგორ შევარჩიოთ სწორად 3 წლიდან 5 წლამდე მოზარდთათვის სათამაშოები.
„მოზარდის შემოქმედებითი უნარის განვითარება სათამაშოს სწორად შერჩევით მარტივად მისაღწევია, მით უმეტეს ამ ასაკში. სათამაშოების ბაზარზე არაერთი ასეთი სათამაშო არსებობს, თუმცა მე მსოფლიოში ყველაზე პოპულარულზე გავამახვილებ ყურადღებას.
ამგვარ საგანმანათლებლო სათამაშოთა რიცხვს მიეკუთვნება სათამაშო სახელწოდებით „მოზაიკა“ სარჭებისგან და სარჭის ჩასარჭობი დაფისგან შედგება.მოზარდმა ისე უნდა მოათავსოს სარჭები დაფაზე, რომ რაიმე ფიგურა გამოსახოს. სათამაშოს უკანა მხარეს მოცემულია აგრეთვე რამდენიმე დამხმარე ფიგურა. მოზარდმა ისე უნდა მოათავსოს ის სარჭები, რომ ფოტოზე აღნიშნულ ფიგურებს დაამსგავსოს. ”
„მაგნიტური კონსტრუქცია“ – არა მხოლოდ ბავშვის შემოქმედებით უნარს არამედ სხვა უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, თვალის კოორდინაცია, მოტორული უნარები და ა.შ
“ამ თამაშის არსი ისაა, რომ მოზარდი მაგნიტებისა და სპეციალური შემაერთებელი ჯოხების საშუალებით სხვადასხვა ფიგურას აწყობს,უმეტესად კი სამკუთხედის მსგავსი ფიგურების კომბინაციებს აგებენ ბავშვები,შესაბამისად ეს ყოველივე მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებაზეც დადებით ზეგავლენას ახდენს. ”
“GUESS WHO?”- სამაგიდო თამაშია,რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს შეიქმნა და წარმატება მალევე მოიპოვა დიდი ბრიტანეთსა და ამერიკაში. ის შემოქმედებით უნარსა და ლოგიკურ უნარ-ჩვევებზე ახდენს დადებით ზეგავლენას.
“თამაში ორ მოთამაშეზეა გათვლილი, მოჰყვება დაფა,სადაც გამოსახულია 24 ადამიანი და მისი მეწყვილე კითხვების დასმით უნდა მიხვდეს, რომელ ადამიანზე მიუთითებს იგი.“GUESS WHO?” სათამაშოების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების მხრიდან არაერთხელ დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და შემოქმედებით სათამაშოდ.”
როგორც ნათია ფარქოსაძემ აღნიშნა, სამაგიდო თამაშები შემოქმედებითი უნარის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს. ამასთანავე დასძინა, რომ აუცილებელია მშობელმა სათამაშოს არჩევის დროს ყურადღება გაამახვილოს იმაზე, ესადაგება თუ არა ბავშვის ასაკი მისი ინტელექტის დონეს. მხოლოდ ამ უკანასკნელის სწორად შეფასების შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი სამაგიდო სათამაშო შეუძინონ ბავშვს, რათა მისთვის საინტერესო იყოს და ბავშვში იმედგაცურება არ გამოიწვიოს.
მარიამ ლეკიაშვილი