საქართველოს პარლამენტში დღეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა გაიმართება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.