19 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე, studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.
ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში, 20-მდე კომპანია სხვადასხვა ვაკანსიას წარმოადგენს. ღონისძიებაზე დასწრება ყველას შეუძლია. დასაქმების მსურველებმა, თან უნდა იქონიონ რეზიუმე.
,,ქუთაისი ჯობს“ იმართება, ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის ,,ჩვენ გეძებთ შენ” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი. დასაქმების ფესტივალები უკვე განხორციელდა თელავში, ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში. მომავალ წელს აღნიშნული ფესტივალები კვლავ ჩატარდება.