ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (-90კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ), ლუკა მაისურაძემ (-81კგ) და ონისე სანებლიძემ (-100კგ).