• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, მაისი 25, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა

ნიკოლას კლეიტონი: „საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება“

2013/10/03
in ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
1 0
1
SHARES
14
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მწვავე დაპირისპირება ქვეყნის ლიდერებს შორის ცხრება და იდუმალებით მოცული თანაინვესტირების ფონდი სამომავლოდ კითხვებს აჩენს.

თბილისი, საქართველო – რაც უნდა მოხდეს ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომავალ თვეს, ერთი რამ უეჭველია: პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ორი დაპირისპირებული პერსონა, რომელიც ამჟამად აყალიბებს ამ ლანდშაფტს, მთავრობას დატოვებს.

თანამდებობიდან მიმავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რადგან მისი მმართველობის ბოლო ვადა იწურება, ამბობს, რომ ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის პოპულარიზაციას აპირებს. მისმა სასტიკმა მტერმა, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი პირობა დადო, რომ წავა თანამდებობიდან პოსტზე მოსვლიდან სულ რაღაც 1 წელიწადში, მას შემდეგ, რაც მიაღწევს დასახულ მიზანს, ანუ ხელისუფლებიდან გააძევებს სააკაშვილის პარტიას. პრეზიდენტი ქვეყანას ათი წლის განმავლობაში აკონტროლებდა. მან კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო იურისტის განათლება და ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციით“, რომელშიც კორუმპირებული ექსსაბჭოთა რეჟიმი დაამხო. მართალია, მისი მმართველობისას ბევრი წარმატებული რეფორმა ჩატარდა, მაგრამ ოპონენტები მას იმაში სდებენ ბრალს, რომ მისმა მმართველმა ელიტამ ძალაუფლების მონოპოლიზება მოახდინა, გათელა კანონიერება და, ამასთანავე, ცხოვრების პირობები ვერ გააუმჯობესა.

კარჩაკეტილი მილიარდერი-ქველმოქმედი ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, ჩრდილიდან 2011 წელს გამოვიდა, რათა სათავეში ჩადგომოდა ოპოზიციურ მოძრაობას, რომელიც სააკაშვილს უპირისპირდებოდა.

გესლიანი კამპანიის შემდეგ, მისმა კოალიციამ გასულ წელს არჩევნებში გაიმარჯვა.

ორი ლიდერის საჯარო დაპირისპირებამ, რაც დომინირებდა კიდეც გასული წლის ჰედლაინებში, ქვეყნის სტაბილურობის გამო შეშფოთება წარმოშვა. მაგრამ შეშფოთება იმის გამო, თუ ვინ ამოავსებს სიცარიელეს მას შემდეგ, რაც ორივე ლიდერი წავა, კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს სამომავლო პერსპექტივებზე.

ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილი აპირებს თავისი სიმდიდრითა და გავლენით ისევ მართოს ქვეყანა, მაგრამ ახლა უკვე კულუარებიდან და ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

ამ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 70 პროცენტი არ ეთანხმება ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან. მხოლოდ 39 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. მარტში ეს მაჩვენებელი 58 პროცენტს შეადგენდა.

ზოგიერთი ოპონენტი ძირითადად 6-მილიარდიანი კერძო ინვესტიციების იმ ფონდზე შფოთავს, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი უწოდეს (GCF) და რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ ქვეყნის განვითარების პროექტები დააფინანსოს.

ფონდს ზურგს უმაგრებენ ინვესტორები სპარსეთის ყურიდან და კასპიის ზღვიდან, 1 მილიარდი დოლარი თავად პრემიერმინისტრისაა, ამიტომ ფონდის რესურსები სამთავრობო ბიუჯეტს ჩრდილავს და დაახლოებით საქართველოს მშპ-ის 40 პროცენტს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს კითხვები გაუჩნდათ ფონდის მთავარ ინვესტორებზე, რომელთაგანაც ბევრს, გამჭვირვალობის კონტექსტში, ცუდი რეპუტაცია აქვს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფულის შედარებით დიდი მასა ივანიშვილს ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილის მონოპოლიზების საშუალებას მისცემს და, ამავე დროს, ის ფარულად შეინარჩუნებს გავლენას პოლიტიკაზეც.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართული ეკონომიკა დროის მცირე მონაკვეთში შეიწოვს ფულის დიდ მასას“, განაცხადა გამოცდილმა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომელმაც, მთავრობის მხრიდან შურისძიების შიშით, ანონიმურობის დაცვა მოგვთხოვა. „ფულის ასეთი დიდი მასა თავის თავში სხვა ინვესტორების გაძევების რისკს შეიცავს“.

ფონდის ხელმძღვანელი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ივანიშვილის ძველი თანამშრომელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ჩამოშორდება პოლიტიკას, რათა ქვეყანას მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნის საშუალება მისცეს, ისეთი ინსტიტუტების, რომლებიც არ არიან დამოკიდებული კონკრეტულ ლიდერებზე.

„ეს ფონდი იმისთვის შეიქმნა, რომ კონკურენციის განმტკიცებას შეუწყოს ხელი“, განაცხადა მან. „საქართველო სააქციო კაპიტალის დიდ დეფიციტს განიცდის, და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება წუხდეს, დარწმუნებული ვარ, ეს ფონდი კარგს უფრო მეტს მოიტანს, ვიდრე ცუდს“.

ფონდი გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაიცავს და თავისი ფინანსური ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ქსელში გამოაქვეყნებს.

შესაძლებელია, ასეც იყოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფონდი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტიციების პირველ ტალღაზე და ოფიციალურად ორშაბათს უნდა დაიწყოს მუშაობა, მისი ვებგვერდი ჯერაც არ გაშვებულა.

როგორც უნდა იყოს საქმე, საქართველო ნამდვილად შეძლებს ფულის გამოყენებას. ერთ სულ მოსახლეზე აქ მშპ 3,508 დოლარს შეადგენს, ამიტომ მას მუდმივად მიაკუთვნებენ ევროპის უღარიბეს ქვეყნებს. მსოფლიო ბანკის 2012 წლის რეიტინგში მან ოდნავ გაუსწრო კოსოვოს, სომხეთსა და მოლდოვას.

მაგრამ ეს მაჩვენებლებიც კი ნიღბავენ სიღარიბის ინტენსივობას საქართველოში, რადგან ისინი ვერ გამოხატავენ ეკონომიკური უთანასწორობის ხარისხს. „საქართველოში ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლებადაა თანასწორობა“, ამბობს ლაშა ლაბაძე, თბილისის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის უფროსი მკვლევარი. საქართველოს, რომლის საბჭოური საწარმოო ბაზა 1990-იან წლებში განადგურდა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სექტორი განუვითარებელი და არაეფექტურია, ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან სჭირდება ინვესტიციები გარედან. ქართველები უმუშევრობას თავიანთ მთავარ პრობლემად აცხადებენ და გამოკითხულთა 46-მა პროცენტმა ინტერვიუერებს უთხრა, რომ თავს „უმუშევრად განიხილავენ და სამუშაოს ეძებენ“.

ევა-მარია ანდერსონი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წამყვანი მკვლევარი ამბობს, რომ საჯარო და კერძო ფონდების მეშვეობით უცხოური კაპიტალის მოზიდვის ადრინდელი მცდელობები მარცხით დასრულდა და ზოგ შემთხვევაში ვითარება გაუარესდა კიდეც.

„ძნელია იმის თქმა, ითვალისწინებენ თუ არა წინა ადმინისტრაციის შეცდომებს“, ამბობს ანდერსონი იმ ოფიციალურ პირებზე, ვისაც მან ინტერვიუ ჩამოართვა თავისი მომავალი რაპორტისათვის.

2011 წელს, იმჟამინდელმა, სააკაშვილის მომხრე მთავრობამ დააფუძნა პარტნიორობის ფონდი, რომლის მიზანი იყო, სახელმწიფო საწარმოების დივიდენდების გამოყენება კერძო ინვესტორებთან ერთობლივი წამოწყებებისთვის, რასაც უნდა შეემცირებინა კაპიტალური რისკი დეველოპერული პროექტებისთვის. მაგრამ ამის ნაცვლად, ამბობს ანდერსონი, პოტენციური პარტნიორები გაიქცნენ ფონდის გამჭვირვალობის დეფიციტის გამო. რამდენიმე შემთხვევაში, კერძო ინვესტორებმა უარი თქვეს თავიანთ პროექტებზე საქართველოში და არ გაუწიეს კონკურენცია ბუნდოვან წარმონაქმნებს, რომლებსაც მხარს სახელმწიფო უჭერდა. საბოლოოდ, ფონდმა საერთოდ ვერ მოიზიდა უცხოური ინვესტიციები და, პირიქით, პოლიტიკური პროექტების ყულაბად იქცა, ამბობს ის.

ამ პროექტთაგან ბევრი, ახლა სამართლებრივ დავებშია ჩაფლული და ისინი, ვინც ჩივიან, ამტკიცებენ, რომ მთავრობამ მათ უკანონოდ წაართვა მიწები მშენებლობისთვის.

GCF-ის ხელმძღვანელი ბაჩიაშვილი პარტნიორობის ფონდის ხელმძღვანელის მოადგილეც იყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. მან თქვა, რომ მალე გადადგება ამ თანამდებობიდან და მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციას დაიტოვებს, რათა ინტერესთა კონფლიქტი აიცილოს თავიდან.

მაგრამ ამან ყველა არ დაარწმუნა. ანდერსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი სიტყვა „გამჭვირვალობას“ ყოველ წინადადებაში წარმოთქვამს, მათ სწორი სიტყვების წარმოთქმა უფრო იციან, ვიდრე ის, თუ როგორ მიიღონ ფონდიდან სარგებელი და არა ზარალი.

მაგრამ ქართველებისთვის, რომლებიც ახალი ხელმძღვანელების შესახვედრად ემზადებიან, ახალი ფონდი მხოლოდ ერთი პრობლემაა სხვა მრავალს შორის.

საერთაშორისო საზოგადოებამ ივანიშვილის ბევრი ქმედების გამო გამოთქვა შეშფოთება, მათ შორის იმის გამოც, რომ სააკაშვილის პარტიის ბევრ მაღალჩინოსანს, ამჟამად ოპოზიციონერს, ბრალდებები წაუყენეს.

ბევრი იმაზე წუხს, რომ ახალი მთავრობა პოსტსააკაშვილის ეპოქაში ყველაფერს ახალ ელიტას გადააბარებს.

03.10.13

fb-share-icon
Tweet
Tags: ნიკოლას კლეიტონი: „საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება“
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 
ახალი ამბები

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე
ახალი ამბები

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება
ახალი ამბები

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23
Next Post

ქიმიური იარაღების სპეციალისტები დამასკოში იმყოფებიან

ტარიელ ფუტკარაძე: "თურქეთის სკოლებში ლაზური მეტყველების შესწავლის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად მიიღო"

დავით შერვაშიძე: „მიმდინარე წლის ბოლომდე ციტრუსის, ხილისა და ბოსტნეულის პირველი პარტიები გაიგზავნება რუსეთის ფედერაციაში“

Discussion about this post

ახალი ამბები

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 
ახალი ამბები

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა 

2022/05/24
0

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს....

სრულად
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2022/05/24
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

2022/05/23
ეჭვიანობა სიყვარული არ არის!.. გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!… – ბაია პატარაია ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდზე 

ეჭვიანობა სიყვარული არ არის!.. გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!… – ბაია პატარაია ბოლო დღეებში მომხდარ ფემიციდზე 

2022/05/23
ქართველი კაცი, რომელიც გერმანიაში მყოფ ცოლს მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა, ქვეყანაში არ შეუშვეს 

ქართველი კაცი, რომელიც გერმანიაში მყოფ ცოლს მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა, ქვეყანაში არ შეუშვეს 

2022/05/23
ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს – ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო

ლარი პანდემიამდელ დონეზე გამყარდა – რა ღირს ერთი დოლარი

2022/05/23
ევროპაში ყველაზე მეტი, 17 დასვენების დღე გვაქვს – დეპუტატი

ევროპაში ყველაზე მეტი, 17 დასვენების დღე გვაქვს – დეპუტატი

2022/05/23

საინტერესო

Red Bull King of the Rock 2014-ის მსოფლიო ფინალზე ვახტანგ ქადარიამ მესამე ადგილი დაიკავა!

8 წელი ago

მე-13 სკოლის ყოფილ შენობას სოციალურად დაუცველები ნებაყოფლობით ტოვებენ

9 წელი ago
გადავიდა კვების გაფართოებულ რაციონზე — ექიმი სააკაშვილზე

გადავიდა კვების გაფართოებულ რაციონზე — ექიმი სააკაშვილზე

6 თვის ago
„მანნა“ – კომპანია მომხმარებელს 13 სახეობის, ბუნებრივი თვისებების ჩაის სთავაზობს

„მანნა“ – კომპანია მომხმარებელს 13 სახეობის, ბუნებრივი თვისებების ჩაის სთავაზობს

4 თვის ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს – 8 წლის დათის დედა  2022/05/24
  • “მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე 2022/05/24
  • მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება 2022/05/23

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In