სოფიო ქაცარავა ევროკომისიის ევროპის სამეზობლოს და გაფართოების პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა, სადაც ევროკავშირის პრიორიტეტებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და ეფექტურად თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, შეხვედრისას შიდა რეფორმებზე და დემოკრატიის კონსოლიდაციაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და მისი იმპლემენტაციის პროცესს.
შეხვედრაზე აგრეთვე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებული გამოწვევა და რუსეთისგან მომავალი საფრთხის ფონზე ქვეყნის განვითარების ხარისხი.