17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 38,16%-მა (1 337 284) გააკეთა. 15:00 საათისთვის ეს მონაცემები 30,98% იყო.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში – 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი – მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს – 39.1 % იყო“, – განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.