ცეკოს პრესსპიკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი ოფიციალური მონაცემები ღამის 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადეს.
ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
“მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგეგ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე”, – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა.