ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3261 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,62 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,65 % მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 540 887-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 527 296-მა.
ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3261 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 88,02 %-ს შეადგენს. 3261 უბნიდან 10 სპეცუბანია.
რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 11,01 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 10 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,3 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,34 %-მა – კახა კუკავას.