მტკვარში ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც ცნობილია, მსუბუქ ავტომანქანას 21 წლის ბიჭი მართავდა. მძღოლი მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. იგი დაშავებული არ არის და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სამაშველო ჯგუფი იმყოფება.
მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის ამოყვანას მაშველები ამ წუთებში ახორციელებენ.