31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.ბ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 103.24 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,764.92 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5,764.92 ლარის ოდენობით შეეფარდა.