დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვასთანდაკავშირებით. მანამდე კი, ბრალდების მხარის აღნიშნულ შუამდგომლობაზე საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს.
სასამართლოს მეორე ინსტანციაში პროკურატურა გარკვეული მოწმეების ხელახლა დაკითხვას ითხოვს, თუმცა ადვოკატები ამის საფუძველს ვერ ხედავენ.
სააპელაციო სასამართლოში პროკურატურასთან ერთად, დაცვის მხარეც დავობს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.
პირველი ინსტანციის განაჩენით, გ.ჯ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობა, წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. სასჯელის ვადად კი, ცხრა წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვან გ.ბ-ს ბრალად ედებოდა, როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და სასჯელის ვადად განესაზღვრა 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურა განაჩენს სწორედ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში ასაჩივრებს. გ.ჯ-სადვოკატების ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში, შემდეგ სხდომაზე ისინი ახალ მტკიცებულებას წარადგენენ – ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც დახურულ რეჟიმში წარიმართება.