5-10 ნოემბერს, თბილისს, ინკლუზიური ხელოვნების განვითარების დარგში მოღვაწე ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი ეწვევა, რომელიც ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად, გამართავს საკონსულტაციო შეხვედრებს როგორც ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანების, მათი ხელოვნებაში ჩართულობისა და სახელოვნებო სივრცეების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ტიმ უილერი ხელოვნების დამოუკიდებელი კონსულტანტი, პედაგოგი, თეატრალური კომპანიის Mind the Gap თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. ოცდაათწლიანი გამოცდილების მანძილზე, მან 18 გასტროლზე, 100-ზე მეტ სახელოვნებო პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე იმუშავა.
5-6 ნოემბერს, ბრიტანელი ექსპერტი ექსპერტი საკონსტულტაციო შეხვედრებს გამართავს სამინისტროს წარმომადგენლებთან და ხელოვნების სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, 8-10 ნოემბერს, კი ჩაატარებს ტრენინგებს სახელწოდებით „საგრანტო პროექტის დაწერა, აქტივობათა დაგეგმვა, პროექტის განხორცილება და შეფასება“.
ტრენინგის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების სფეროში მომუშავე მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარება პროექტის შეთავაზების დაწერაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში.