6 ნოემბერს, 20:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს საქართველომ, კერძოდ კი Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. სამიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.
ღონისძიებას დაესწრებიან Social Impact Award-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ დეტერინგი, Schwab Foundation-ის სოციალური მეწარმეობის ხელმძღვანელი ქეთრინ მილიგანი, UNDP საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მუნხტუია ალტანგერელი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ამერიკის, ავსტრიის და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.