საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“ გავლით, ირანიდან საქართველოში 5 სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა 71,178.25 აშშ დოლარის ღირებულების ბიტუმი (117,650.00 ტ.).
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონლის წითელ დერეფანში მოხვედრის შემდეგ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შემოტანილი ბიტუმი არ შეესაბამება იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილ ხარისხის სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა.
03.10.13
Discussion about this post