პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა საზოგადოებას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ისინი ირჩევენ ადამიანს.ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა “სხვა” ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების “აუცილებლობის” მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!”, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. ამ დროისათვის პეტიციას 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს