კასპში, სოფელი ქვათახევში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.
„რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა – ადგილზე მუშაობდა 30 მეხანძრე-მაშველი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.