ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო გარკვეულწილად უფრო წინ დგას, ვიდრე ზოგიერთი სხვა ასპირანტი ქვეყნა, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა გახდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი. მოსახლეობის და საზოგადოების ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დამოკიდებულების საკითხზე შემიძლია გითხრათ რომ უკანასკნელი კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, 85 %-ზე მეტი კი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ასე რომ სწორედ ეს ძალიან მყარი და ძლიერი მხარდაჭერა მიანიშნებს და უბიძგებს მთავრობას გააგრძელოს მტკიცე და მდგრადი ნაბიჯები როგორც ნატოში ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ”-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოპენჰაგენში დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწტილების რეალიზაციისთვის მუსაობა და მნიშვნეოვანია რომ ლიანის და პარტნიორები ერთგულები რჩებიან ამ გადაწყვეტილების და მნიშვნელოვანია რომ საქართველოს საზოაგდოებამ ამ მიმართულებით ნატოს მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იხილოს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნისვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს სამშვიდობო მისიებში. „საქართველო გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამჟამად იქ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა მივლენილი და მხარდამხარ ვიბრძვით ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანელებთან და ამერიკელებთან. სამწუხაროდ ამის თანმდევია ხშირად ფატალური შდეგებიც, ამ დრომდე ავღანეთში მიმდინარე მისიის განმავლობაში 32 ქართველი მოსამსახურე დაიღუპა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა დამეთანხმებით ეს დიდ ციფრია, თუმცა საქართველო ერთგულია ამ მახრდაჭერის”-განაცხადა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მისი განმარტებით, დემოკრატიული, თავდაცვის უნარიანი და ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო უნდა შედიოდეს, მათ შორის რუსეთის ინტერესებშიც.