ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებია 4 ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.