ბუქარესტში დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყველა ქვეყანაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვებ შეძლო.
3 ოქრო და 1 ბრინჯაო, – ასეთია საქართველოს ნაკრების მონაგარი. მსოფლიოს ჩემპიონები ძმები ავთო (74 კგ) და ნიკა (79 კგ) კენჭაძეები გახდნენ, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), მძიმეწონოსანი როლანდ ანდრიაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა.