მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ალექსანდრე ზვერევი, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი სპორტსმენი პირველია, ვინც ერთსა და იმავე ტურნირში ამარცხებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს. ალექსანდრე ზვერევმა როჯერ ფედერერს ნახევარფინალში ანგარიშით 7:5 7:6 სძლია.
ალექსანდრე ზვერევს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი პირველი და მეორე მსოფლიო ჩოგნის ერთსა და იმავე ტურნირში დამარცხებისთვის. მსგავსი შედეგი 1990 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 1990 წელს ანდრე აგასმა ნახევარფინალში ბორის ბეკერს სძლია, ფინალში კი სტეფან ედბერგი დაამარცხა.
ალექსანდრე ზვერევი გახდა ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. იგი სულ რაღაც 21 წლისაა. ამ ასაკის იყო ნოვაკ ჯოკოვიჩი 2008 წელს, როდესაც იმავე ტურნირის გამარჯვებული გახდა და მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.
გარდა ამისა, ალექსანდრე ზვერევი გახდა პირველი გერმანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის თასი ასწია. 1995 წელს, ბორის ბეკერის შემდეგ არცერთ გერმანელ ჩოგბურთელს არ მოუგია ეს ტურნირი.
მიხეილ ლუხუტაშვილი