18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 007.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 89.3 გრამი) გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 007.05 ლარის ოდენობით შეეფარდა.