თუ ვინმე გეტყვით, რომ ცხოველებს მოსწონთ ცირკში მუშაობა, არ დაიჯეროთ, ამის მაგალითად ამ პატარა სპილოს ისტორიაც კმარა.
სპილო ტაიკი ზიმბაბვეში დაიჭირეს და ამერიკის ერერთ მოხეტიალე ცირკს მიჰყიდეს. მას საკმაოდ მკაცრი მეთოდებით წვრთნიდნენ- რეგულარულად მათრახით. 20 წლის ასეთი წამების შემდეგ სპილოს მოთმინების ფიალა აევსო და წარმოდგენის დროს გაიქცა.
ჯერ მწვრთნელებს და კლოუნებს დაერია, მერე ქალაქში გავიდა,გაბრაზებული გარბოდა ,აქცევდა ხალხს, ატრიალებდა მანქანებს. პოლიციელები გამოედევნენ, ესროლეს , 86ჯერ. სპილო ტაიკი 2 საათის განმავლობაში კვდებოდა. ფოტოზე ჩანს მისი შიშით და ტკივილით სავსე თვალები.