• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, ივნისი 25, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა
სამხრეთ კავკასია და გლობალური გეოსტრატეგია

სამხრეთ კავკასია და გლობალური გეოსტრატეგია

2014/01/21
in ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
26 0
23
SHARES
327
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Caucasus-Ecoregionსამხრეთ კავკასიის ქვეყნები იმყოფებიან რა, საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული გადაზიდვების გზაჯვარედინზე, მუდმივად განიცდიან უფრო მსხვილი პოლიტიკური ერთეულების და გაერთიანებების ზემოქმედებას. მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ, როგორც რეგიონალური: რუსეთი, თურქეთი, ირანი, ასევე გარე ძალები: აშშ, NATO, ევროკავშირი, ისრაელი, ჩინეთი. კავკასიაში და მის გარშემო მიმდინარე პროცესების განხილვისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ისტორიული აბრეშუმის გზა ანუ სავაჭრო არტერია, რომლის გამოც მრავალი საუკუნის განმავლობაში მიდიოდა ბრძოლა კავკასიისთვის. დღეს მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რეგიონის მომავალი დამოკიდებულია ორ სტრატეგიულ პროექტზე, ერთის მხრივ დასავლეთი ცდილობს, ამერიკული ”ახალი აბრეშუმის გზის” კონცე ფციის შესაბამისად მოიპოვოს კონტროლი ცენტრალური აზიის ენერგო რესურსებზე, რუსეთისა და ჩინეთის გვერდის ავლით და მეორეს მხრივ რუსეთი ქმნის ევრაზიულ კავშირს. ”ახალი აბრეშუმის გზის” მნიშვნელობის შესახებ, შარშან ინდოეთში ვიზიტის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ილაპარაკა, ხოლო ამერიკულმა ნეოკენსერვატიულმა გამოცემამ «National Interest» აღნიშნა რომ, ეს პროექტი ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებისათვის შეიძლება გახდეს ”პოლიტიკური პრიორიტეტი ნომერ ერთი”. თავის მხრივ რუსეთი ყველანაირ ბერკეტს იყენებს რათა ”ევრაზიულ კავშირში” რაც შეიძლება მეტი ქვეყანა გაერთიანოს. აბრეშუმის გზის კონტექსტში, ცეტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და პროცესების შესაძლო განვითარება, ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ცენტრალური აზია ერთერთი ყველაზე მდიდარია მსოფლიოში ენერგორესურსების თვალსაზრისით, ჩინეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას საიმედო ენერგეტიკული მომარაგება სჭირდება, სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ჩინეთი იქცეს მსოფლიო ეკონომიკურ ლიდერად, რუსეთი ცენტრალურ აზიასთან განსაკუთრებული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, მის გეგმებში შედის ენერგო რესურსების განაწილობის ექსკლუზიური უფლების მოპოვება და შენარჩუნება. თვითონ ცენტრალური აზია დაინტერესებულია საკუთარი რესურსების ტრანსპორტირების დივერსიფიკაციით, ალტერნატიული ენერგოდერეფნის შექმნის შემთხვევაში, რეგიონი მიიღებს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ დივიდენდებს, შემცირდება მისი რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი. ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები-ეგვიპტეში პრეზიდენტ მოჰამედ მურსის გადაყენება, ”მუსლიმი ძმების” შევიწროება და სამოქალაქო ომის საშიშროება; არასტაბილურობა თურქეთში, კონფლიქტის ესკალაცია სირიაში, ისრაელის განცხადება ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების მზადყოფნის შესახებ, ყატარში ხელისუფლების შეცვლა, ერაყის ქაოსი, მოძრაობა დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნისთვის და სხვა-გამოირჩევა თავისი რადიკალიზმით და ინტესიურობით, ეს გვაფიქრებინებს რომ ენერგეტიკული ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები შეიძლება აისახოს სამხრეთ კავკასიაზეც, ეს რეგიონი აბრეშუმის გზის შემადგენელი და არცთუ სტაბილური ნაწილია. მსოფლიო პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი ”სამხრეთ კავკასია” ახალი დამკვიდრებულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ, სომხეთმა და აზარბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს, ამან თავის მხრივ რეგიონში სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. 1998 წელს რუსეთმა შეიმუშავა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია, ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში, ამით მან გადადგა ნაბიჯი საერთო ”კავკასიური სახლის” იდეის საპირისპიროდ. ამასთან ერთად სამხეთ კავკასიამ დაიწყო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბრეგიონად  ჩამოყალიბება. პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყანებში მუდმივად დაძაბულია, ამ დაძაბულობას ხელს უწყობს სამი ფაქტორი: გლობალური-გარე ძალების რეგიონისადმი დიდი ინტერესი, შიდარეგიონალური-ტერიტორიული პრეტენზიები, სამი გაყინული კონფლიქტი და საშინაო-შიდაპოლიტიკური განვითარების ნეგატიური დინამიკა. რეგიონზე გავლენის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად სწორედ, შიდაპოლიტიკური ფაქტორი და ტერიტორიული კონფლიქტები იქნა გამოყენებული რუსეთის მიერ და არ არის გამორიცხული მომავალშიც გამოიყენოს. იმ შემთხვევაში თუ საქართველო და აზარბაიჯანი შეეცდებიან შეცვალონ, განცხადებული საგარეო პოლიტიკურ კურსი, სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია დასავლეთმა მოახდინოს არეულობის ინსპირაცია. სიტუაციას ართულებს ისიც რომ, რეგიონის ქვეყნებს ნათლად არა აქვთ განსაზღვრული საკუთარი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ისინი ძირითადად რეაგირების რეჟიმში მოქმედებენ. რუსეთს კარგად ესმის ამერიკული ”ახალი აბრეშუმის გზის” მნიშვნელობა, ახალი ენერგეტიკული გზების მშენებლობა ცენტრალური აზიისა და კასპიის აუზისთვის ასრულებს მისი  როგორც, ერთპიროვნული განმკარგავის ფუნქციას, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის პოლიტიკურ წონას-გლობალურ პოლიტიკაში. ”ევრაზიულ კავშირის” შექმნით რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს გეოპოლიტიკური კონტროლი რეგიონზე და ამის შესაბამისად მოქმედებს, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში. სომხეთთან და აზარბაიჯანთან, რუსეთი განაგრძობს სპეკულირებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით, ამასთან სომხეთში 49 წლიანი ხელშეკრულებით სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული, ხოლო აზარბაიჯანს გამალებული აიარაღებს. საქართველოსთან მიმართებაში კი რუსეთს, სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ, ამოეწურა კონფლიქტებით ზემოქმედების ბერკეტები და ერთადერთი პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობა აქვს დარჩენილი. გარდა ზემოთქმულისა 2014 წელს, ამერიკა ავღანეთიდან გამოიყვანს შეიარაღებული ძალების ძირითად კონტინგენტს და წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ, ბაქოს თანხმობის შემთხვევაში მათი ნაწილი განთავსდება აზარბაიჯანის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადა NATO-ს ოფიცერ-კორდინატორმა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით უილიამ ლახუამ, აზარბაიჯანში ვიზიტის დროს. რიგი ექსპერტების აზრით  აზარბაიჯანი დათანხმდება შეთავაზებას, ამერიკული ძალები შეიძლება აზარბაიჯანისთვის იქცეს, ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთერთ ფაქტორად. ამერიკისთვის კი ეს იქნება პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ და პირდაპირი გასასვლელი ”ახალი აბრეშუმის გზის”კიდევ ერთ მონაკვეთზე. რას მოიმოქმედებს რუსეთი ამგვარად სიტუაციის შესაძლო განვითარების წინააღმდეგ? მან შეიძლება ,მოინდომოს საქართველოზე პირდაპირი გზის გაჭრა სომხეთამდე და ეს ნებით, ან ძალით განახორციელოს. მოვლენების ამგვარი განვითარება საქართველოსთვის შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც მოხდეს, თუ ისრაელი იერიშს მიიტანს ირანზე. უნდა აღინიშნოს რომ ისრაელი აქტიურად აიარაღებს აზარბაიჯანს და ამას შორსმიმავალი მიზნები აქვს-აზარბაიჯანს ირანთან ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია და ის ტერიტორია ჩრდილოეთ ირანში, სწორედ აზარბაიჯანელებითაა დასახლებული. საქართველოს ინტერესებს ყველაზე ნაკლებად გაითვალისწინებენ მიმდინარე პროცესებში, თუ არ ვისწავლეთ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. მსოფლიოში მიეჩვივნენ  საქართველოს უსიტყვო თანხმობას ყველაფერზე. ჩვენ არ გვაქვს რესურსები როგორც აზარბაიჯანს, არ გვყავს ლობი  როგორც სომხეთს, ჩვენი არმია, მიუხედევად კარგად მომზადებული ჯარისკაცებისა, რეგიონში ყველაზე სუსტია და რაც მთავარია საქართველო დაყოფილია არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ მიმდინარეობს ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ნგრევა და ამას ხელს თვითონ ქართველები ვუწყობთ, – აღნიშნულ სტატიას აქვეყნებს ჟურნალი ,,360 გრადუსი“.

06.10.13

მალხაზ ხაზარბეგიშვილი

fb-share-icon
Tweet
Tags: სამხრეთ კავკასია და გლობალური გეოსტრატეგია
Share9Tweet6Share2

მსგავსი სტატიები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  
ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 
ახალი ამბები

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
Next Post
რას ნიშნავს ევროინტეგრაცია? – მალხაზ ხაზარბეგიშვილი

რას ნიშნავს ევროინტეგრაცია? - მალხაზ ხაზარბეგიშვილი

სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება

გერმანია გაერთიანებას ზეიმობს

Discussion about this post

ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  
ახალი ამბები

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
0

ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება - ეს განცხადება პუტინის ახლო მოკავშირემ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურუევმა გააკეთა. "ჩვენ გავანადგურებთ...

სრულად
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24
ციფრებით ხატვა, ალმასების მოზაიკა – განსატვირთი პროდუქტები “მშვიდი”-სგან 

ციფრებით ხატვა, ალმასების მოზაიკა – განსატვირთი პროდუქტები “მშვიდი”-სგან
 

2022/06/23
თერჯოლელი ახალგაზრდა მუშაობას Google-ში დაიწყებს 

თერჯოლელი ახალგაზრდა მუშაობას Google-ში დაიწყებს 

2022/06/23
ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! – გოგი ხოშტარია  

ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! – გოგი ხოშტარია  

2022/06/23

საინტერესო

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიებს შორის შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება

9 წელი ago
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 12 ავტომანქანა დაუბრუნდებათ

პროკურატურამ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის აუდიომასალა გაავრცელა

4 წელი ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

2 წელი ago
თბილისში უძრავი ქონების ფასმა იკლო

თბილისში უძრავი ქონების ფასმა იკლო

7 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • “ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე   2022/06/24
  • 24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა 2022/06/24
  • დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი 2022/06/24

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In