დაახლოებით 15 წლის წინ, წმინდა Boniface-ის სახელობის ეკლესიამ სან ფრანცისკოში დაიწყო კარის გაღება ღამით მათთვის, ვისაც თავშესაფარი სჭირდებოდა. 2004 წელს მამა ლუის ვიტალმა საეკლესიო აქტივისტ შელი როდერთან ერთად დაიწყო მხარდაჭერის პროექტი სახელწოდებით „გუბიო“.
ასობით ადამიანი ყოველ დღე მიდიოდა ტაძარში და იყენებდა მასში არსებულ სკამებს დასაძინებლად, ხოლო საბნებს იღებდნენ მომსახურე პერსონალისგან.
„გუბიო“-ს პროექტის ვებ გვერდის მიხედვით:
„არ ისმის კითხვები, როდესაც ჩვენი სტუმრები მოდიან ტაძარში. მხარდაჭერით იშლება ყველა შემოსასვლელი ბარიერი, აქ არ არის არანაირი ნიშანი ზეწრებსა და გამოსაყენებელ ნივთებზე. არავინ გაბრულებულა უკან. ყველას ვიღებთ ღირსეულად და პატივისცემით.“
დაწესებულება ჯერ კიდევ ღიაა მთელი დღით მათთვის, ვისაც იქ მისვლა სურს. თუმცა, ტაძრის 2\3 ემსახურება „გუბიო“-ს პროექტს.
„გუბიო“-ს წარმომადგენლის თქმით: „პროექტი აგზავნის ძლიერ შეტყობინებას ჩვენი დაუსახლებელი მეზობლებისათვის-ისინი არიან აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენ არ ვაგდებთ მათ, ვისაც აქვს სახლი, თუმცა მაინც ერთვება ამ პროექტში. ეს ასავე აგზავნის შეტყობინებას დამსწრე საზოგადოებისთვის-აქტივობა მოიცავს დაღლილ, ღარიბ, გონებრივად შეზღუდულ ადამიანებსა და ასევე მათ, ვისაც სცივა და ვინც სველდება ქუჩაში.“
ერთ-ერთი პირველი საჩივარი, რომელიც ყველაზე ხშირია, არის ის, რომ უსახლკაროები თავშესაფარს ადარებენ ციხეს, რადგან ის შესაძლოა მისსავით საშიში აღმოჩნდეს. თუმცა, პროექტი „გუბიო“ განსხვავებული ჩანს. გადარჩენილთა 95%-ს სურს, რომ მუდმივად ან ხშირად მაინც იყვნენ უსაფრთხოდ, სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, რადგან მათ არ ექცეოდნენ ისე, როგორც პატიმრებს სხვა თავშესაფრებისგან განსხვავებით.
სამყარო ყოველთვის არ ექცევა უსახლკარო ხალხს კეთილად. 2017 წელს სიეტლი გეგმავდა აეშენებინა რაზორული მავრთულხლართები, რათა თავიდან აეცილებინა უსახლკაროთა დასახლება. სან-ფრანცისკოში ასევე იყენებდნენ რობოტებს, რათა დაბომბვითა და პოლიციაში საჩივრის შეტანით შეეშინებინათ უსახლკაროები. იმავე ქალაქმა, 8,700$ დახარჯა დიდი ლოდების მიმობნევაში, რათა შეეჩერებინა უსახლკაროთა დასახლება. ბევრი უსახლკარო ადამიანი დაიბომბა, იქამდე, სანამ ხალხმა არ გამოთქვა პროტესტი. ახლა კი, ქალაქის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შეინარჩუნოს ამ ტერიტორიაზე არსებული კარვის დასახლებები.
საბოლოოდ თორმეტამდე აქტივისტი იქნა დაკავებული 2018 წლის თებერვალში, უსახლკარო ადამიანთა გამოკვებისთვის, კალიფორნიაში, ელ კაჯონის ველის პარკში. ამასთანავე, დაკავებულ იქნა 14 წლის ბავშვი. ხელისუფლება მიზნად ისახავს, რომ კანონი მოიცავდეს უსახლკაროთა გავრცელების პრევენციას, თუმცა აქტივისტების თქმით კანონი კრძალავს უსახლკარობას.
მარკ ლეინის თქმით: „ეს ნიშნავს, რომ ისინი კრძალავენ უსახლკარობას. მათ გამოსცეს ოთხი კანონი უსახლკაროთა წინააღმდეგ. არა კარვები, არა მანქანებში ძილი, არა მათხოვრობა და არა უსახლკაროთა გამოკვება.“
ნინი ჭრიკიშვილი