საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის ღონიშზიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე საგარეო პოლიტიკური კუთხით. მისი განცხადებით, აღნიშნული პრიორიტეტები ეფუძნება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მან ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკური ამოცანების მირწევაში საკანომდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას და ასევე პარლამენტის მნიშვნელოვან როლს.
-”დღევანდელ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში უაღრესად მნიშვნელოვანია მიზნების სწორად დასახვა და მათ მისაღწევად ზუსტი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო სტრატეგია. ჩვენი უწყება დოკუმენტის შემუშავების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან და ბუნებრივია ეს თანამშრომლობა აღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში გაგრძელდება. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვინარჩუნებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ყველა ზემოხსენებულ საკითხს განსაკუთრებული ადგილი უკავია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პარლამენტის შესაბამისი რგოლების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საქართველოს პრობლემატიკის შენარჩუნება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.
„საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში მუდმივად აწვდის ინფორმაციას პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების მხრივ არსებულ მძიმე ვითარების, რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და მათი სავალალო შედეგების შესახებ“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრეზენტაციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.