იტალიის სენატს დაქვემდებარებულმა ერთმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს ექსპრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონის პარლამენტიდან გაძევებას.
ამ კომიტეტში უმრავლესობას ცენტრისტული მემარჯვენეები წარმოადგენენ და ეს დადგენილება მას შემდეგ გაიტანეს კენჭისყრაზე, რაც ბერლუსკონის გადასახადებისაგან თავის არიდების გამო პატიმრობის სასჯელი გამოუტანეს.
ახლა ეს წინადადება 20 დღის განმავლობაში უნდა განიხილონ და კენჭისყრაზე გაიტანონ სენატშიც და ამით საბოლოოდ გაირკვევა ბერლოსკონის პოლიტიკური მომავლის ბედიც.
77 წლის ბერლუსკონი ოთხჯერ იყო იტალიის პრემიერი და 1994 წლის აქეთ ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
06.10.13