8 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის „მილენიუმ საქართველო“-ს ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე „სუფთა პლანეტა“ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ თემები: – პლასტმასას მყარი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა და კონტროლი,
-პლასტმასას მყარი ნარჩენების მართვის ევროპული გამოცდილება (კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე), -ნებისმიერი სხვა თემა რომელიც ეხება ეკოლოგიას.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ნებისმიერ სხვა ჭრილში წამოჭრათ და ემსჯელათ მოცემულ პრობლემაზე. ამასთანავე, მოხსენებები წარმოდგენილი იყო როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. შეხვედრის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.