ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFშ Gლობალ-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალოკ სინგჰალმა ხელი მოეწერეს შეთანხმებას – „Aგრეემენტ Bეტწეენ ტჰე Mინისტრყ ოფ Fორეიგნ Aფფაირს ოფ Gეორგია ანდ ტჰე VFშ Gლობალ შერვიცეს Pრივატე Lიმიტედ ონ შერვინგ ოფ Gეორგიან Vისა Aპპლიცატიონ Pროცესს“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საელჩოსათვის VFშ Gლობალ-ის მიერ სავიზო-სააპლიკაციო მომსახურების არეალის გაფართოვებას, ინდოეთის დამატებით 10 ქალაქში (ჩანდიგარი, ჯალანდჰარი, ჯაიპური, აჰმედაბადი, გოა, კოჩი, ტრივანდრუმი, პუდუჩერი და ჰაიდარაბადი).
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო აუთსორსინგული კომპანია VFშ Gლობალ-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სემინარში – “5ტჰ Eდიტიონ ოფ VFშ Gლობალ’ს იჩონნეცტ Iნნოვატიონ ჭორკსჰოპ ფორ Gოვერნმენტ”.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრების (VFშ Gლობალ Gეორგია Vისა Aპპლიცატიონ ჩენტრე) ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღების პროცესში.