გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციელები არიან მობილიზებული.ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მათი განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და წევრებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.
გურჯაანის სასამართლომ რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.