გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფს გამოძახებისას გოგონა გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის შესაძლო ვერსიები არ სახელდება. გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზა უტარდება