თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა.
შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.