შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სასტუმრო “ანას” დირექტორი, 1990 წელს დაბადებული ივერი ს. და სასტუმრო “ჰოლივუდის” მფლობელი, 1989 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბეითულლა ბენლი ბათუმში ერთდროულად დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად აქირავებდნენ ოთახებს სასტუმროებში პროსტიტუციისთვის. სამართალდამცველებმა სასტუმრო “ანა”-სა და სასტუმრო “ჰოლივუდში” მომუშვე პირები მოწმის სტატუსით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).
08.10.13
Discussion about this post