ლევან გორგაძე იანვრის ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა. ქართველი სუმოისტის მეტოქე იაპონელი მებრძოლი ნიშიკიგი ტესუია იყო. ტოჩინოშინი უვატენაგეთი დამარცხდა, რაც ნიშნავს მოწინააღმდეგის დოჰიოდან გადაყვანას.
შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოს პირველ დღესაც დამარცხდა ტოჩინოშინი. როგორც ჩანს, მარჯვენა ფეხის ტრავმა დიდ გვალენას ახდენს ქართველ მებრძოლზე.
ლევან გორგაძის ბალანსი ჰაცუ ბაშოზე არცერთ გამარჯვებას და 2 მარცხს მოითვლის. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მიოგირიუ იასუნარი გახლავთ.