მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია. ტურისტებსა და მომლოცველებს მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტები შემოვლითი გზით შედიან. მას შემდეგ, რაც ადგილზე მისული ტურისტები მონასტრის დაკეტილი კარიდან ვერ ახერხებენ მონასტრის ეზოში შესვლას, ღობეზე გადადიან და ტერიტორიაზე ამგვარად შედიან.
როგორც მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე პირები აცხადებენ, გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
ისინი აცხადებენ, რომ არ არღვევენ არანაირ წესრიგს და კანონს და მათთვის გაუგებარია მცხეთის ჯვრის დაკეტვის გადაწყვეტილება.
ადგილობრივი ბერების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის მიერ განცხადება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.