15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის საიუბილეო საღამოს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, JAKO FM-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა, რადიოს დამფუძნებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ღონისძიებას დაესწრნენ: მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტისა და კულტურის წარმომადგენლები.
გამარჯვებულები გახდნენ შემდეგი სპორტსმენები:მეათე ადგილი- თამაზ ბოჭორიშვილი საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაცია
მეცხრე ადგილი – გივი მარგველაშვილი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება
მერვე ადგილი – ანდრეი ზინჩენკო საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია
მეშვიდე ადგილი – ბექა ბერძენიშვილი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
მეექვსე ადგილი – ნანა ძაგნიძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მეხუთე ადგილი – ვახტანგ ჩიდრაშვილი საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია
მეოთხე ადგილი – გიორგი შკინინი საქართველოს რაგბის კავშირი
მესამე ადგილი – ლევან საგინაშვილი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია
მეორე ადგილი – ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია
პირველი ადგილი – კოტე ჯანაშია საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაცია