ტოჩინოშინი ტამავაშისთან დამარცხდა. ჰაცუ ბაშოს მეოთხე დღეს ლევან გორგაძე კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა დადებით ბალანსს. ქართველმა სუმოისტმა წარუმატებლად დაიწყო 2019 წლის პირველი ტურნირი.
ლევან გორგაძემ ფეხის ტრავმა ტურნირამდე 1 კვირით ადრე მიიღო. როგორც ჩანს საბედისწერო გამოდგა ეს ტრავმა, რადგან ზედიზედ 4 შეხვედრა მარცხით დაასრულა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით ტოჩინოშინმა 13 კილო დაიკლო, რაც სუმოისტისთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს.
ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე მესამე მაგეაშირა – შოჰოზანი იქნება.
მიხეილ ლუხუტაშვილი