საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისა რეფორმების გაცნობას იწყებს. ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი ყველა მიმართულებას მოიცავს, რომლის მიზანს განათლების ხარისხის ამაღლება და სისტემის ევროპულ საგანამანათლებლო სივრცესთან დაახლოება წარმოადგენს.
რეფორმის ახალ მოდელზე საუბროსას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ბოლო თვეებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნის ბიუჯეტის გაზრდის მნიშვნელობას:
„ჩვენ გავასამმაგეთ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კუთხით, ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაქვს, რადგან განათლება ქვეყნის პრიორიტეტია“ – განაცხადა მინისტრმა.