მთვარეზე ჩინური კომოსური აპარატის Chang’e 4-ის მიერ წაღებული ბამბის ყვავილის ნაყოფი გახმა. ამის შესახებ გამოცემა „სინჰუა“ წერს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მთვარეზე მინი-ბიოსფეროს ხანგრძლივი ექსპერიმენტის ჩატარება სურდათ. თესლის გახმობის მიზეზად ექსპერტები მთვარის ღამეს ასახელებენ, როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ტემპერატურა მინუს 170 გრადუსამდე ეცემა.
2019 წლის 3 იანვარს მთვარეზე ჩინური სადგური Chang’e-4 დაეშვა. ისტორიაში პირველად, ის მთვარის მეორე, შეუსწავლელ მხარეს დაჯდა. ინდოეთი ასევე ემზადება თავისი აპარატის დასმისათვის თებერვალში. მთვარის პროგრამებს სხვა ქვეყნებიც ამზადებენ.
წყარო: imedinews.ge