დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაღუპული 4 ადამიანიდან სამი – ერთი ოჯახის წევრია. მეექვსე სართულზე აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპნენ მინდია ფირალიშვილის მეუღლე ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული.
რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ის ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” აქვეყნებს.