მიგრაცია გულისხმობს ცალკეული პირის ან ჯგუფის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გადასახლების მიზეზებისა და მიზნების მიუხედავად. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა გადასახლების ადგილას. სამწუხაროდ საქართველოსათვის მიგრაციის საკითხი მუდმივი პრობლემაა და ყოველწლიურად ემიგრანტთა რიცხვი იზრდება.
არსებობს მთავარი კითხვა: სად და რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები? ჯერ კიდევ 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოდან სულ 88 541 მიგრანტია წასული. მათი დიდი ნაწილი კი რუსეთსა და საბერძნებთში ცხოვრობს. ხოლო 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ძირითადი მიზეზი ქვეყნიდან წასვლისა უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივებია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქსტატის ახალი 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა იკლებს.
გენდერული განაწილების მიხედვით ემიგრანტთა ნახევარზე მეტი (დაახლოებით 55%) ქალია, თუმცა გენდერული თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც ემიგრანტები ამჟამად ცხოვრობენ. ემიგრანტების 75% 20-54 წლისაა. მათი გვეყნიდან გადინება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში შრომისუნარიან პირთა შემცირებას და მოსახლეობის დაბერებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ემიგრანტთა მხოლოდ 5%-ია პროფესიით დასაქმებული.
ნინი ჭრიკიშვილი