28 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის. ა. ფურცელაძის ქ. 1) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი გახსნიან უორკშოფს სახელწოდებით – „21-ე საუკუნის მუზეუმის დაპროექტება და მართვა”.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მხარდაჭერით იმართება.