„თბილისი თაიმსის“ მორიგი ბლიც -გამოკითხვა შეეხო საქართველოში ბიზნეს-ლანჩის კულტურის განვითარებას. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ რესტორანთა ქსელის თითქმის ნახევარს ეს სერვისი არა აქვს, ამის მიზეზად კი მოთხოვნის არ არსებობას ასახელებენ.
გამოკითული კომპანიებიდან კი რომელთაც ბიზნეს ლანჩის მომსახურება აქვთ აცხადებენ, რომ აღნიშნული სერვისით, როგორც უცხოელები , ასევე ქართველები თანაბრად სარგებლობენ. ფასები კი 15 დან 70 ლარამდე მერყეობს.
გამოიკითხა საქართველოში მოქმედი 13 რესტორანი : რადისონ ბლუ ივერია;შერატონ მეტეხი პალასი; ქორთიარდ მარიოტი; მირზაანი; People’s; ფლაუერსი; ბერმუხა; ბაგრატიონი ჰოლი; ჭაშნაგირი; რივერ ჰოლი; კოპალა; ძველი მეტეხი; ევროპის სახლი.
გამოკითხულიდან 4 კომპანიას აქვს ბიზნეს ლანჩის მომსახურება თუმცა აცხადებენ, რომ მოთხოვნა არ არის, 5 კომპანიას არ აქვს და თავს იკავებს აღნიშნული მომსახურების შემოღებაზე, რადგან თვლიან რომ მომხმარებელი არ ეყოლებათ, ხოლო გამოკითხული 13 კომპანიიდან 5 კომპანიას აქვს აღნიშნული სერვისი და თვლიან რომ მოთხოვნადია.
გამოკითხული კომპანიიდან 2-ის მონაცემებით, ბიზნეს-ლანჩის მომხმარებელი 98%-ით უცხოელია. ამავე დროს, 2-ში განაცხადეს, რომ ამ სერვისით თანაბრად 50%-50% სარგებლობენ, როგორც ქართველები ისე უცხოელები, თუმცა People’s-ში აცხადებენ, რომ ძირითადად 60%-ი ქართველები უკვეთავენ.
როგორც შერატონ მეტეხი პალასში აცხადებენ, რესტორანს აქვს ბიზნეს ლანჩის სერვისი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა საკმაოდ მოთხოვნადია და მომხმარებელთა 60 % -ს უცხოელები შეადგენენ, ბიზნეს ლანჩის მენიუს ღირებულება კი ერთ პერსონაზე 15-40 ლარია. რესტორანს ხშირად სტუმრობენ თურქეთის საელჩოს თანამშრომლები საქმიანი სადილით.
ქორთიარდ მერიოტში განაცხადეს, რომ რესტორანს ბიზნეს ლანჩის სერვისი არ აქვს. მსგავსი სერვისი ქონდათ რამდენიმე წლის წინ თუმცა მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო და ამიტომ გაუქმდა, თუმცა რამდენიმე კვირაში იგეგმება ბიზნეს ლანჩის სერვისის აღდგენა განსხვავებული მენიუთი და შედარებით დაბალი ფასებით.
რადისონ ბლუ ივერიას რესტორანს აქვს ბიზნეს ლაუნჯი, სადაც ხელსაყრელი გარემოა საქმიანი მოლაპარაკებისთვის, რესტორნის წარმომადგენლის განცხადებით VIP სტუმრებისთვის აქვთ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები.
რესტორან მირზაანს ბიზნეს ლანჩის სერვისი აქვს, თუმცა როგორც ადმინისტრატორმა აღნიშნა, მოთხოვნა ამ სერვისზე თითქმის არ არის.
People’s რესტორანს აქვს ბიზნეს ლანჩის სერვისი და მოთხოვნაც ძალიან დიდია, სტუმრებში რომლებიც აღნიშნულ სერვისს ითხოვენ ქართელები ჭარბობენ, უცხოელი სტუმრების წილი კი დაახოებით 40 %-ია. მენიუს ფასი შეადგენს დაახლოებით 40 ლარს, VIP კლიენტი კი არის ეროვნული ბანკი.
ფლაუერსში აცხადებენ, რომ რესტორანს ბიზნეს ლანჩის მენიუ აქვს, თუმცა მენეჯერის თქმით მას თითქმის არავინ ითხოვს.
რესტორან ბერმუხას ბიზნეს ლანჩის სერვისი არა აქვს, რადგან მფლობელების განცხადებით, მოთხოვნა არ არის.
ბაგრატიონი ჰოლის რესტორანს აქვს ბიზნეს ლანჩის მენიუ თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს სერვისი, არც თუ ისე მოთხოვნადია, სტუმრებს შორის თანაბრად არიან როგორც ქართველები ისე უცხოელები (50/50). სერვისის ღირებულება კი ერთ პერსონაზე 60-70 ლარია. რესტორანს არ ყავს VIP კლიეტები.
რესტორანი ჭაშნაგირის ადმინისტრაცია, თავს იკავებს ბიზნეს ლანჩის სერვისის შემოღებაზე მათ რესტორნების ქსელში, რადგანაც მოთხოვნა არ არის.
რესტორან რივერ ჰოლს ასევე არა აქვს აღნიშნული სერვისი, რესტორანში აცხადებენ, რომ საქმიანი სადილის მოთხოვნით მათ არავინ აკითხავთ.
კოპალას აქვს ბიზნეს ლანჩის სერვისი, რომელიც მათი განმარტებით მოთხოვნადია, სტუმრებს შორის თანაბრად არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები (50/50). მენიუს ღირებულება ერთ პერსონაზე შეადგენს 35 ლარს, რესტორანს ყავს VIP კლიენტები, თუმცა მათი ვინაობა რესტორნის ადმინისტრაციამ სტუმრებისვე მოთხოვნით არ დაასახელა.
ძველი მეტეხში მოთხოვნადია ბიზნეს ლანჩის სერვისი, სტუმრებს შორის კი, რომლებიც ამ სერვისს ითხოვენ 80 % უცხოელია, მენიუს ღირებულება ერთ პერსონაზე შეადგენს 25 ლარს. რესტორნის VIP კლიენტები კი არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტორები, აგრეთვე პარლამენთის თანამშრომლები, რომლებიც ხშირად სტუმროებნ მათ საქმიანი სადილით.
ევროპის სახლის არა აქვს ბიზნეს ლანჩის სერვისი, რადგანაც მათი განცხადებით აღნიშნული სერვისი არ არის მოთხოვნადი.
09.10.13
ნინა პირტახია
Discussion about this post