საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი საგამოცდო სისტემის ახალი მოდელის პრეზინტაციისას ყურადღება გაამახვილა სკოლის როლის გაძლიერებაზე, რომ მოსწავლეებლმა, ხარისხიანი განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ:
„2020 ში ახალი მოდელის მთავარი პრინციპი იქნება ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე პირველ რიგში რაც გვჭირდება სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნებიუს გარეშე მაღალი განათლების ხარისხის საუბარი ზედმეტია. ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე. არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგარი მომზადება სჭირდებოდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას“ – განაცხადა მინისტრმა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სკოლამ სკოლის ფუნქცია დაიბრუნოს. მინისტრის თქმით, ბავშვებსა და მშობლებს ორიენტირი არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე ჰქონდეთ.