სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, თაფლის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. სააგენტოს განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თაფლის ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.