მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იცით, რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია და იცით, რომ იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს უმრავლესობამ. ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, ვინაიდან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიასგადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.