ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნიგერიის ბაზარზე ქართულ სტარტაპ "ჯინვენტორის" მიერ დამზადებული USB კაბელები გავა. კაბელს ეწოდება"ტენე". საკითხზე "თბილისი თაიმსს" "ჯინვენტორის" დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე, აღნიშნული კაბელები იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, "ამაზონზე". 2021 წლიდან. "ნიგერიაში დაგვპატიჟეს კონფერენციაზე. ამ ქვეყანაში მოვხვდით სრულიად შემთხვევით. აქ გავიცანი ბევრი კონტაქტი. აღნიშნული კონფერენციიდან გამომდინარე, გავაკეთე პრეზენტაცია. ბევრი იქაური ბიზნესმენი დაინტერესდა", - ამბობს სანდრო და განმარტავს, თუ როგორ იმოქმედა კოვიდპანდემიამ თავის ბიზნესზე. "ამ შემთხვვაში, პანდემიამ იმოქმედა დადებითად, რადგან ჩვენ ონლაინ გაყიდვები გვაქვს, როდესაც ...