Day: September 27, 2021

გილოცავთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

გილოცავთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი სამყაროჯვართამაღლებას აღნიშნავს. ერთ-ერთიქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული  ყოველიწლის 27 სექტემბერს აღინიშნება. ჯვართამაღლებააღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორკონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით– იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრისხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმააღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგებადღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“. ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრისამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრიმარხვა  და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი დაცხოველმყოფელი ჯვარისა“. ტროპარი  აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, დასაფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!  კონდაკი  რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსამოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარეძალითა შენითა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა, და ძლევა მოჰმადლე მასმბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქვს შენი საჭურველიმშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლად-ძლიერი. მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში – სააკაშვილი

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო ფეისბუკზე გამოაქვეყნა. სააკაშვილის განცხადებით, 2 ...

რეგულაციების სრული დაცვით ვისადილეთ – გამყრელიძე

რეგულაციების სრული დაცვით ვისადილეთ – გამყრელიძე

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად, კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა.  ფოტოებს სტუდია მონიტორი აქვეყნებს.  ...

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ...

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა არ გაამართლა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა არ გაამართლა

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ამჟამად, ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.  ტელეკომპანია ...

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანსელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს. „თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდუსტრიის მასშტაბით წარმოების ...

Pfizer-ის ხელმძღვანელი: ნორმალურ ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდებით

Pfizer-ის ხელმძღვანელი: ნორმალურ ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდებით

ნორმალურ ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდებით, - განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ. „ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვეული ცხოვრებისკენ ...