მართლმადიდებლები თავყვანს სცემენღვთისმშობლის სხვადასხვა ხატს, მათ შორის არისქართული სახელწოდების მქონე ხატებიც, რომლებსაც ჩვენი წინაპრები განადიდებდნენ. მათშორისაა აწყურის, წილკნისა დაბოდბის ღვთისმშობლის ხატები, რომლებიცსაქართველოში სხვადასხვა დროს შემოვიდა დადამკვიდრდა. აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველიგამოსახულებაა, რომლის მეშვეობითაცქართველებმა პირველად იხილეს მათი მფარველი. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, მოციქულებმა წილიჰყარეს, - საქადაგებლად ვინ სად წასულიყო. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო. გადაწყვიტა კიდეც აქეთ წამოსვლა, მაგრამ მისიგარდაცვალების დრო მოახლოებული იყო დაგადაიფიქრა. მაშინ ღვთსმშობელს საკუთარი ძე, უფალიგამოეცხადა და უთხრა, - ნუ მიატოვებ შენსწილხვედრ ქეყანას, გაგზავნე ანდრიაპირველწოდებული, თან, შენი ხატი გაატანე, რომიქაურებს იცავდესო. ღვთისმშობელმა მოციქულსუფლის დანაბარები გადასცა. მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, სადაც მისი ხელთუქმნელი ხატიგამოისახა. შემდეგ ის ანდრია მოციქულს გადასცა, დალოცა, მოციქულ მადლიერების ნიშნად, მის წინდაემხო და წმინდა ხატით საქართველოსკენგამოემართა. გზაში ურწმუნოთაგან უამრავიგანსაცდელი დაითმინა, გაჩერებამ სხვადასხვაადგილას მოუწია. წმინდა ხატის შეწევნით, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ბევრი ადამიანიმოაქცია. მუზეუმში დაცული წმინდა ხატი ჩასვენებულიატრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთისმეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს. არავინიცის აღდგება თუ არა აწყურის საყდარი და ინებებსთუ არა ღვთისმშობლის ხატი (უკვე მუზეუმისტყვეობიდან თავდახსნილი) იქ დამკვიდრებას, მაგრამ მაცხოვრი ბრძანებს, რომ იგია ჩვენი მცველიუკანასკნელ ჟამამდე. წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი მადლმოსილებით ყოველთვის გამოირჩეოდა, რომელიც მორწმუნეებს დიდად უყვარდათ. ამსასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელსმიეწერება. ხატი საქართველოში ქრისტიანობისგავრცელების პირველ პერიოდში, მეფე მირიანის ძის– ბაქარის დროს ბიზანტიიდან ჩამოასვენეს. სავარაუდოა, რომ ის თავიდანვე მეფე ბაქარის მიერწილკანში აშენებულ ეკლესიაში დაბრძანდა, სადაცუამრავ სასწაულს ახდენდა და საიდანაც მიიღოთავისი სახელწოდებაც. წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატიუპირველესია საქართველოში, სადაც გამოსახულიაოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ნახევარფიგურადა მის ორივე მხარეს – წმინდა მიქაელ და გაბრიელმთავარანგელოზები. ფერწერა ტემპერისსაღებავებითაა შესრულებული. ხატი განვითარებულიშუა საუკუნეების ოთხ ბიზანტიური მინანქრისმედალიონს შეიცავს. მასზეა მოჭედილი ფირფიტებიწმიდა გიორგისა და ღვთისმშობლისგამოსახულებებით, რომლებიც XVI საუკუნესგანეკუთვნება. ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი ათონის ივერიისღვთისმშობლის ხატის ასლია, რომელიცაღსრულებული სასწაულებით არის განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდანინოს საფლავზე. ხატი 1905 წელს ათონის მთაზედაიწერა. საბჭოთა კავშირის დროს მონასტერი გაუქმდა დადედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანისტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიისხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახითმონასტერში დარჩა და წმიდა ნინოს საფლავსფარულად ემსახურებოდა. ღვთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით არაერთ ამბავს ყვებიან, მათ შორისაა: იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი "ჩეკისტი" ცხოვრობდა და რელიგიურსიწმინდეებს სიძულვილით შეურაცხყოფდა. ხელიივერიის ღვთისმშობლის ხატზეც აღმართა - სახედაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი დასაღსალამათი მოულედნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯამთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთისმიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისმირონმდინარე ხატი დღეს მონასტრის ერთ-ერთსიწმიდეს წარმოადგენს. ...