2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2%, ხოლოწლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წლიურინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენასურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამსასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად15,9%-ით გაძვირდა და იქიდანგამომდინარე, რომ სურსათი ადამიანებისსამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილსშეადგენს, მასზე ფასების ზრდამინფლაციაში 4,99%-იანი წვლილი შეიტანა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთიწლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმისყველა სასაქონლო ჯგუფში გარდაკავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მაღალიინფლაციაა: აგვისტოში წლიური ინფლაციისდონემ ბოლო 10 წლის მაქსიმუმს, 12,8%-ს მიაღწია, ივლისში ინფლაცია — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში— 7,2%. აღსანიშნავია, რომ ინფლაციისდარეგულირების მიზნით, საქართველოსეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისშირეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 140 100 ადამიანს სესხისპროცენტი გაუძვირდა. სებ-მა მონეტარულიპოლიტიკის განაკვეთი სექტემბერშიც უცვლელად, 10%-ზე დატოვა. როგორც ცნობილია, სებ-ის მიერდადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუდასაშვები დონე 3%-ია. ეროვნული ბანკიინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას2022 წლიდან ელოდება მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა